დავით ჭიჭინაძე - ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანება ქართველი ხალხის მორიგი მოტყუებაა

ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანება ქართველი ხალხის მორიგი მოტყუებაა,- ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში ყველაზე მეტ გადაწყვეტილებებს დღეს სწორედ ივანიშვილი იღებს.

„ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანება ქართველი ხალხის მორიგი მოტყუებაა.

თუ სააკაშვილი არ გააპროტესტებს, საჯაროდ არ გაემიჯნება მათ და არ იტყვის, რომ ეს მორიგი დაშლა-აწყობა მისი კურთხევით კი არ ხდება, არამედ ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, მაშინ ის ივანიშვილთან არის გარიგებული და მის თამაშს თამაშობს, რადგან, ოპოზიციაში ყველაზე მეტ გადაწყვეტილებებს დღეს სწორედ ივანიშვილი იღებს - ვისაც უნდა თავმჯდომარედ იმას დანიშნავს, უნდა დაშლის და უნდა ისევ ააწყობს, მით უმეტეს ვაშაძის და ხაბეიშვილის გარშემო”,- აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება