პაატა მანჯგალაძე - ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ ბარიერის გადალახვა, არამედ გამარჯვების კამპანია, რომელიც შესაძლებელი იყო მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად

არ ვაპირებთ კინკლაობას ოპოზიციურ პარტიებთან, ოპოზიციური ხმების გადანაწილებისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ, მიზანი უნდა იყოს „ქართულ ოცნებას“ ჩამოაკლდეს პროდასავლური ელექტორატი, მაგრამ ზოგს არეული აქვს ეს მიზანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ამასთან, მანჯგალაძე აცხადებს, რომ ისინი პირველ ადგილზე გავლენ, ხოლო ჯამში ოპოზიცია მოუგებს „ქართულ ოცნებას“.

„ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობასთან", მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან ერთად დავაფუძნეთ გამარჯვების პლატფორმა და ჩვენ ვამბობთ, რომ გავალთ პირველ ადგილზე, დაგვჭირდება ასევე ოპოზიციური პარტიებისა თუ ცენტრის მხარდაჭერა და ჩვენ ჯამში ოპოზიციური პარტიები მოვუგებთ "ქართულ ოცნებას" ამ არჩევნებს. ჩვენ არ ვაპირებთ ტალახის სროლას და კინკლაობას ოპოზიციურ პარტიებთან, ჩვენ ოპოზიციური ხმების გადანაწილებისთვის კი არ უნდა ვიბრძოლოთ, არამედ მიზანი უნდა იყოს "ქართულ ოცნებას" ჩამოაკლდეს პროდასავლური ელექტორატი, მაგრამ ზოგს არეული აქვს ეს მიზანი და ჰგონია, რომ "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ერთობას თუ 2 პროცენტს ჩამოაკლებს და ბარიერს გადალახავს, ეს არის ეროვნული ამოცანა, მაგრამ ეროვნული ამოცანა არის საქართველოს გათავისუფლება რუსული რეჟიმისგან, რომ ქვეყანა გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი. ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ ბარიერის გადალახვა, არამედ გამარჯვების კამპანია, რომელიც შესაძლებელი იყო მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა განცხადებებს მათი გაერთიანების თაობაზე და აღნიშნა, რომ "როცა მონა ლაპარაკობს ვიღაცის ყოფილ "ნაცობაზე", ამაზე კომენტარს არ გააკეთებს".

"მე ვუსმინე წილოსანს და ეს არის ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია იყოს თავისუფალი, რა უდგას იმის თქმას წინ, რომ არ მიესალმება ქართულ - რუსული უნივერსიტეტის გახსნას, მაგრამ მან "ქართული ოცნებისთვის" დამახასიათებელი მონური დიპლომატიით ამის გარდა ყველაფერი თქვა. ამათ უნდათ ამ უნივერსიტეტით მონური სულის რესტავრაცია საქართველოში, მაშინ როცა "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ნაციონალური მოძრაობა "იბრძვის თავისუფალი სულის რესტავრაციისთვის საქართველოში. ეს არის განსხვავება ჩვენს შორის,"- განაცხადა მანაჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება