მაკა ბოჭორიშვილი თბილისში რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნაზე - როგორ იქნება მისაღები ჩემთვის? ვერ გეტყვით, არ ვიცი ეს თემა - მე არ მგონია, რომ საზოგადოების მხრიდან მაინც და მაინც ასეთ ინიციატივას მხარდაჭერა ჰქონდეს

არ მგონია, საზოგადოების მხრიდან მაინც და მაინც მხარდაჭერა ჰქონდეს ასეთ ინიციატივას და სტუდენტებით გადაივსოს, თუკი მსგავსი უნივერსიტეტი იქნება, - ასე ეხმიანება ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას ქართულ- რუსული უნივერსიტეტის გახსნაზე თბილისში. ბოჭორიშვილი პასუხობს, რომ ეს მისთვის მისაღები არ არის, სხვების აზრი კი არ იცის.

„როგორ იქნება მისაღები ჩემთვის? ვერ გეტყვით, არ ვიცი ეს თემა. მე არ მგონია, რომ საზოგადოების მხრიდან მაინც და მაინც ასეთ ინიციატივას მხარდაჭერა ჰქონდეს და სტუდენტებით გადაივსოს მსგავსი უნივერსიტეტი თუკი იქნება, ჩემთვის არაა მისაღები, სხვების აზრი არ ვიცი, არ ვიცნობ ამ თემას. მეტს ვერ გეტყვით,"- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება რუსულ ინტერესებსა და „ქართული ოცნების" პოლიტიკას, ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ამ კითხვაზე კარგი პასუხია სტატისტიკა, რომლის თანახმად, 2014 წლიდან დღემდე ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი საზოგადოებაში გაიზარდა.

„ის, რომ რუსეთის ინტერესები უცხო არ არის, ჩვენთვის ცნობილია, ძალიან ბევრი წელია ჩვენ გამოცდილი გვაქვს ჩვენს თავზე რა არის რუსეთის ინტერესები. რაც შეეხება "ქართული ოცნების" საქმიანობას და საზოგადოების განწყობებს, ევროკავშირთან მიმართებით საზოგადოების აზრი და "ქართული ოცნების" საქმიანობა ძალიან კარგ პასუხს სცემს ამას. 2014 წელს საზოგადოების 65 პროცენტი უჭერდა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაახლოებით, დღეს - 85. 2014 წლიდან დღემდე ვინ არის ხელისუფლებაში? ეს არის პასუხი,"- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის