ერთობაზე მარტივად რომ ვთქვათ, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, შედეგიც შესაბამისად ვერ შეიცვლება. ზოგადად, ვაშაძე საკმაოდ გზააბნეული პოლიტიკოსია და ვერ ჩამოყალიბდა ვერც სახელწოდებებზე, ვერც პარტიულ კუთვნილებაზე, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვერც იმას იტყვის, რამდენად არის ეს ვაშაძის ბოლო ნაბიჯი არჩევნებამდე, რადგან ის ჩამოყალიბებული არაა.
"ალბათ ამომრჩეველს უნდა ვკითხოთ, რამდენად დამაჯერებელია მათთვის მათი ერთობა საერთოდ და ერთობა ქვეყნის სასიკეთოდ. ჩვენ რაც ვნახეთ ამ წლების განმავლობაში, ერთადერთ რაღაცაში ერთიანდებიან ეს პოლიტიკოსები, რომლებიც პარლამენტში არიან და ზოგი პარლამენტს გარეთ, ეს არის საქართველოს ინტერესების დაზიანება მაქსიმალურად, თუ ამაში გაერთიანდებიან, არ მგონია, წარმატება და მხარდაჭერა მოიპოვონ ქართველ ამომრჩეველში,"- განაცხადა ბოჭორიშვილმა.