მამუკა მდინარაძე - ვაშაძის, როგორც პოლიტიკოსის ხასიათი ძალიან ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი ე.წ. თავმჯდომარის ხასიათს - ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელები, ისინი არიან ყველაზე რადიკალები

ვაშაძის, როგორც პოლიტიკოსის ხასიათი ძალიან ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი ე.წ. თავმჯდომარის ხასიათს, რომ ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელები, ისინი არიან ყველაზე რადიკალები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, შესაძლოა გადაჯგუფება მოხდეს.

„ჩემი ვარაუდით, ლოგიკა გვეუბნება იმას, რომ შესაძლოა, არჩევნებამდე საქმე გვქონდეს გადაჯგუფებასთან „ნაცმოძრაობის“ რიგებში. იმ დიდ „კლასტერში“, რომელიც რამდენიმე პარტიად არის საქართველოში გაშლილი. ჩვენ იგივე ლოგიკა გვეუბნება იმას, რომ ყველაზე რადიკალი, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები დღეს შეიკრიბნენ 5 ნომრის ქვეშ. ვაშაძის, როგორც პოლიტიკოსის ხასიათი ძალიან ჰგავს “ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი ე.წ. თავმჯდომარის ხასიათს, რომ ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელები, ისინი არიან ყველაზე რადიკალები. როგორც ჩანს, ეს ჯგუფი ერთ მხარეს დააჯგუფეს, მათ არავინ ეკითხებათ, რასაც იტყვიან, იმას აკეთებენ. ალბათ, ჩვენ ვნახავთ მეორე „კლასტერს“, რომელიც ლიბერალებზე იმუშავებს, მაგრამ ფსევდოლიბერალური ღირებულებით, რასაც ლიბერალიზმთან საერთო არაფერი აქვს, შესაძლოა, მათთან ერთად ვიხილოთ „ლელო“, გახარია და ა.შ. ყველანი ცდილობენ, ერთად მიიღონ ხმები, რომელიც მომავალ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მოუგებს, რაც წარმოუდგენელია.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ ქვეყანაში აგენტები რამდენ „კლასტერადაც“ არ უნდა დაიყონ, ვერ გაიმარჯვებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მან შიდა კვლევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ კვლევით, პარტიას 53% აქვს.

„ახლოსაც ვერ მიდის ვერცერთი პარტია, ვერცერთი კონფიგურაციით, იმიტომ წვალობენ, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, არ შეიძლება ხელისუფლებაში იყვნენ ის ადამიანები, რომელიც ასრულებენ არა ქართველი ხალხის, არამედ სხვის დავალებას. სხვა ვინც არ უნდა იყოს, ჩრდილოეთიდან იქნება, აღმოსავლეთიდან თუ სამხრეთიდან, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დავალების შემსრულებელი ხალხი ხელისუფლებაში არ უნდა იყვნენ, ეს არის მარტივი ფორმულა“, - განაცხადა მდინარაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა