„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თანამშრომლობის მხრივ მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან საუბარი არ ჰქონია. აღნიშნულის შესახებ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„არ მქონია შეხვედრა. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ გიორგი მარგველაშვილს, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ხშირად მივსულვარ და აზრიც მიკითხავს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ამ საკითხზე საუბარი ნამდვილად არ მქონია. როცა მექნება საუბარი, გეტყვით", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.