„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, როცა გამარჯვებას მოიპოვებენ, დასახელდება როგორც პრემიერობის კანდიდატი, ასე ადამიანები სხვა წამყვან თანამდებობებზე.
მისი თქმით, „გამარჯვების პლატფორმის“ ამოცანაა, რომ საქართველომ გაიმარჯვოს.
„აბსოლუტურად მესმის, რომ ამ გამარჯვების პლატფორმიდან ელოდებიან პრემიერობის კანდიდატს და არა მხოლოდ. საკვანძო პოზიციებზე დავასახელებთ ხალხს, როცა გავიმარჯვებთ. რაც იქნება ხალხის დაკვეთა, იმ ნაბიჯებს გადავდგამთ. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველომ გაიმარჯვოს, ამიტომ ვერთიანდებით, ხალხის დაკვეთა ხომ ეს არის, ნაბიჯი გადავდგით. რაც შეხება სხვა პარტიებს, რაც მეტი ერთიანობისკენ ნაბიჯებს გადადგამენ, არ ვამბობ მაინც და მაინც ჩვენთან, მით უკეთესი იქნება. დარწმუნებული ვარ, დიდ გამარჯვებაში ყველანი ერთად ვიქნებით“, - განაცხადა ვაშაძემ.