გიორგი ვაშაძე - ყველასთან გვექნება საუბარი, მთავარია თვითონ დაინახონ თავი გამარჯვების პლატფორმაზე - კონსულტაციები ვისთან იქნება და რა იქნება, ამას დაახლოებით, ოქტომბერში ნახავთ

გავაერთიანოთ ძალები და შევეწინააღმდეგოთ უტანკო ანექსიის პროცესს, რომელსაც სათავეში მოუძღვის ივანიშვილ-კობახიძე-ღარიბაშვილის დაჯგუფება - კარი ყველასთვის ღიაა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, საქართველოში გაძლიერებულ რუსულ გავლენებს ერთიანობა უნდა დავუპირისპიროთ.

„ამ რუსების გაძლიერებას, რომელსაც მიზანმიმართულად აკეთებს რუსული ძალა „ქართული ოცნების“ სახით, ჩვენ უნდა დაუპირისპიროთ ერთიანობა. ამისთვის შევქმენით „გამარჯვების პლატფორმა“. გავაერთიანოთ ძალები და შევეწინააღმდეგოთ უტანკო ანექსიის პროცესს, რომელსაც სათავეში მოუძღვის ბიძინა ივანიშვილ-კობახიძე-ღარიბაშვილის დაჯგუფება,“ - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

„ყველასთან გვექნება საუბარი, მთავარია თვითონ დაინახონ თავი გამარჯვების პლატფორმაზე. ჩვენ ვამბობთ, რომ კარი ყველასთვის ღიაა. ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ, კონსულტაცია ახლა არავისთან [მიმდინარეობს]. კონსულტაციები ვისთან იქნება და რა იქნება, ამას დაახლოებით, ოქტომბერში ნახავთ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში