ლევან ხაბეიშვილი - ხედავთ, „გამარჯვების პლატფორმას“ ვაკეთებთ, ყველა ლიდერს დაველაპარაკებით, საუბარი ცხადია გვაქვს და გვექნება გიორგი მარგველაშვილთანაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, ამიტომაც დაესხნენ ახლა თავს

ხედავთ, „გამარჯვების პლატფორმას“ ვაკეთებთ, ყველა ლიდერს დაველაპარაკებით, საუბარი ცხადია გვაქვს და გვექნება გიორგი მარგველაშვილთანაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, ამიტომაც დაესხნენ ახლა თავს - როგორ შეიძლება პრეზიდენტ მარგველაშვილთან კომუნიკაცია არ გქონდეს, რჩევა არ ჰკითხო, მისი გონებრივი შესაძლებლობები არ გამოიყენო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში ყველა ღირებულ ადამიანს გაესაუბრებიან.

„ღარიბაშვილი 11 ათას ლარზე რომ ლაპარაკობს, გამოძიება დაიწყეს ნუნუკას {მეუღლეს} ტყე რომ აჩუქა? საყდრისი რომ ააფეთქა ბიძინა ივანიშვილმა, ვინმე დაინტერესდა? საყდრისის აფეთქების გამო, რა ზიანი მიადგა ქვეყანას, ეს ვინმეს დაუთვლია? არაადეკვატურად მიმაჩნია ყველა ასეთი განცხადება, რომელიც ემსახურება ყოფილი პრეზიდენტების დისკრედიტაციას. მარგველაშვილზე საუბრობენ, რომ ვიღაცას რაღაც ჩაურიცხა, პრეზიდენტ სააკაშვილმა, თურმე ჰილარი კლინტონს „რედბული“ უყიდა, ჰაველის საფლავზე გვირგვინი მიიტანა, სადღაც ვიღაცამ კბილის პასტა მიიტანა ბავშვთა სახლში და ასე შემდეგ. სრული სიგიჟეებია. ისინი ხედავენ საფრთხეს. ხედავთ, რომ ვაკეთებთ „გამარჯვების პლატფორმას“, მათ შორის, ყველა ლიდერს დაველაპარაკებით, საუბარი ცხადია გვაქვს და გვექნება გიორგი მარგველაშვილთანაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, ამიტომაც დაესხნენ ახლა თავს. წარმოუდგენელია, გიორგი მარგველაშვილმა არ მიიღოს მონაწილეობა რუსული პარტიის ჩამოცილებაში, ეს ადამიანი აქტიურად არის ჩართული ანტირუსულ კამპანიაში. დარწმუნებული ვარ, რომელი ფრონტის ხაზი იქნება, რომელი გუნდი, გიორგი მარგველაშვილს თავისი პოზიცია ექნება. გიორგი მარგველაშვილის პოზიცია მნიშვნელოვანია, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. მე თავის დროზე ვთქვი, რომ ამ „გამარჯვების პლატფორმაზე“, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გაძლიერებას აგრძელებს სააკაშვილის გარეშემო, ყველა ღირებულ ადამიანს დაველაპარაკებით“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება ვიხილოთ, თუ არა გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში, ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა. ამასთან, განმარტა, რომ „ქართულ ოცნებას“ მარგველაშვილის ეშინია, რის გამოც ესხმიან თავს.

„ არა, ეს ჩემი მხრიდან ცოტა დაუზუსტებელი ინფორმაცია იქნება. რომ დაველაპარაკებით ყველას, ამას გიდასტურებთ. ეჭვი არავის არ შეეპაროს, რომ ჩვენ კიდევ ვიზრუნებთ გაფართოებასა და გაძლიერებაზე. კომუნიკაციები მაქვს, როგორ შეიძლება პრეზიდენტ მარგველაშვილთან კომუნიკაცია არ გქონდეს, რჩევა არ ჰკითხო, მისი გონებრივი შესაძლებლობები არ გამოიყენო. მე გამოვიყენებ ყველას გონებრივ რესურს ხალხის საკეთილდღეოდ. ყველას დაველაპარაკები და ძალიან ბევრ ლიდერს შევკრებთ საბოლოოდ „გამარჯვების პლატფორმაზე“. ვხედავ, იმიტომ ესხმიან თავს მარგველაშვილს, რომ შიში აქვთ მისი ჩართულობა პრობლემა იქნება რუსი ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, აქვს თუ არა კონსულტაციები ხათუნა სამნიძესა და თამარ კორძაიასთან, ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ „ამ ეტაპზე, ყველანაირი კონსულტაციები დასრულებულია“.

„ცხადია, ცალკე, პოლიტიკურ ლიდერებთან, პროდასავლურ ლიდერებთან, სხვადასხვა თაობის ადამიანთან საუბარი გვექნება, გავაგრძელებთ და ამ პლატფორმაზე ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი იქნება“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

კერძოდ, ნათქვამია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, აღნიშნულია პიარ მედიაკომპანია Cision PR Newswire-ის საქმიანობის შესახებაც.

მედიის ინფორმაციით, ირკვევა, რომ აღნიშნულ მედიაკომპანიას ევალებოდა, გაევრცელებინა პრესრელიზები კონკრეტული შინაარსით, რომლის მიზანიც შემდეგ ამ ინფორმაციის საერთაშორისო მედიებში მოხვედრა იყო.

„დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი პრესრელიზში აღნიშნული უნდა ყოფილიყო, რომ „საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი უძღვება კოალიციას, რომლის ძალისხმევაც ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა“. ამისთვის, მიხეილ სააკაშვილის სახელით კომპანიამ 12 ათას დოლარამდე მიიღო“,- აღნიშნულია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს