ილია დარჩიაშვილი ხორვატ კოლეგას გორდან გრლიჩ-რადმანს შეხვდა

ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ხორვატ კოლეგას გორდან გრლიჩ-რადმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხი, ასევე ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების, ისევე როგორც განხორციელებული ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. ამ კუთხით, აღინიშნა მიმდინარე წელს, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობა.

ილია დარჩიაშვილმა ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმდინარეობის და ამ მხრივ არსებული პროგრესის შესახებ.

ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული და დაფასებული ევროპელი პარტნიორების მიერ.

ამასთან, აღინიშნა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ხორვატიის გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ხორვატიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია ასევე დაესწრება საქართველოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში