ესპანეთმა უკრაინას Leopard 2A4 ტანკები და ჯავშანტექნიკა გაუგზავნა

ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადებით, უკრაინას ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების პარტია გაუგზავნეს, რომელიც Leopard 2A4 ტანკებსაც მოიცავს.

უწყების ცნობით, სანტანდერის პორტიდან უკრაინის მიმართულებით გემი გაემგზავრა და ტვირთი, რომელიც მასზეა განთავსებული, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აგვისტოს დასაწყისში, სავარაუდოდ, სრულად გადაეცემა.

"ესპანეთის მიერ გაგზავნილი ტვირთი შედგება Leopard 2A4-ის ტიპის 4 ტანკისგან, ასევე Leopard 2-ის 6 ტანკისგან“, - აცხადებენ უწყებაში.

გარდა ამისა, მათი ინფორმაციით, ესპანეთმა უკრაინაში გაგზავნა TOA M-113 ტიპის 10 ჯავშანტექნიკა, მათგან სამი უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისთვის, 10 სატვირთო მანქანა, ხუთი მესაზღვრეებისთვის, დანარჩენი შეიარაღებული ძალებისთვის, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია