ხათუნა სამნიძე - გაერთიანება კიდევ მოხდება, ჯერ კიდევ პროცესია, დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნოდ რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ცენტრს ვიხილავთ

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, „გამარჯვების პლატფორმის“ ნაწილად ყოფნას არ აპირებს, თანამშრომლობას კი არ გამორიცხავს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ წინასაარჩევნოდ რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ცენტრს ვიხილავთ.

„როგორც არაერთხელ ვთქვი, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილება, რომ გახდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი, ლოგიკურ გაგრძელებას ითხოვს, რაც ნიშნავს რეფორმების პოლიტიკური ჯგუფის დატოვებას. რადგან ჯგუფში უმრავლესობას აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია გვაქვს, არ ვაპირებთ ამ ცენტრის ნაწილად ყოფნას, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას არც გამოვრიცხავთ. გაერთიანება კიდევ მოხდება, ჯერ კიდევ პროცესია, დარწმუნებული ვარ წინასაარჩევნოდ რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ცენტრს ვიხილავთ“,- აღნიშნა სამნიძემ.

გარდა ამისა, მან ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძირითადი ტვირთი ხელისუფლებაზეა, რომელიც სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს და მიზანმიმართულად ესხმის თავს ჩვენს პარტნიორებს.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს დათქმებით. იმის გათვალისწინებით, რა მდგომარეობაშიც არის რეკომენდაციების შესრულების პროცესი. ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, არასამთავრობო სექტორი მაქსიმალურად არის ჩართული, ძირითადი ტვირთი ხელისუფლებაზეა, რომელიც სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს და მიზანმიმართულად ესხმის თავს ჩვენს პარტნიორებს“,- აღნიშნა სამნიძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს