რომან გოცირიძე - როგორც ჩანს, ოპოზიციურ ფლანგზე 3-4 დიდი ბლოკი იქნება, ინდივიდუალური მოთამაშეების ერა დამთავრდა - პარტია, რომელიც იტყვის, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად გადის, უპასუხისმგებლოა

როგორც ჩანს, ოპოზიციურ ფლანგზე 3-4 დიდი ბლოკი იქნება, მაგრამ ერთი, მთავარი ბლოკი, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას გააერთიანებს, შეიძლება გახდეს გამარჯვების საწინდარი - მარტო მოთამაშე პარტიები შეგვიძლია განვიხილოთ ისე, რომ ისინი საკუთარ ჭიას ახარებენ, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ინდივიდუალური მოთამაშეების ერა დამთავრდა და პარტია, რომელიც არჩევნებზე დამოუკიდებლად მონაწილეობას გადაწყვეტს, უპასუხისმგებლოა.

„5%-იანი ბარიერის დროს, პარტია, რომელიც იტყვის, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად გადის, უპასუხისმგებლოა - პარლამენტის გარეთაც დარჩება და ოპოზიციის ხმებიც დაიკარგება. ილუზიებს ნურავინ მიეცემა - დღეს მხოლოდ ორ პარტიას შეუძლია, რომ ბარიერი დამოუკიდებლად გადალახოს, დანარჩენი პარტიები მსხვილ ბლოკებში უნდა გაერთიანდნენ. ერთ ბლოკს უკვე ვხედავთ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. საჭიროა მეორე, მთავარი ბლოკი შეიქმნას, სადაც ძირითადი პარტიები მოიყრიან თავს და მთელი ოპოზიციური ენერგია წავა ამ მიმართულებით. შესაძლებელია, სხვაც გაჩნდეს - 2-3 ოპოზიციური ბლოკი, მაგრამ ფაქტია, რომ ინდივიდუალური მოთამაშეების ერა დამთავრდა. არჩევნებში მონაწილეობის ფორმალურად მიღება ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც ეს ხელისუფლება შესაცვლელია, ნიშნავს იმას, რომ დააზიანო ოპოზიცია და სხვის წისქვილზე დაასხა წყალი. ყველა უნდა გაერთიანდეს. როგორ სახეს მიიღებს, ამას დრო გვაჩვენებს, ჯერ დიდი დროა და ფაციფუცში რაღაც კამპანიების წამოწყება მაინცდამაინც საჭირო არაა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, კითხვაზე, თავად ვისთან გაერთიანებას აპირებს, გოცირიძე ამბობს, რომ მომავალში, საპარლამენტო ოპოზიციასა და საზოგადოებაზე სერიოზული გავლენის მქონე, არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის გაერთიანება წარმოუდგენია.

„ალბათ, მომავალი გაერთიანება წარმომიდგენია ასე - საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე პარტიები, რომელთაც აქვთ სერიოზული გავლენა საზოგადოებაზე, მაგრამ პარლამენტში არ არიან. დიდი კოალიცია უნდა შეიკრას ამ მიმართულებით და რაც უფრო მეტ პარტია გაერთიანდება, მით მეტი იქნება სინერგია. გახარია ცალკე აპირებს გასვლას. როგორც ჩანს, ოპოზიციურ ფლანგზე 3-4 დიდი ბლოკი იქნება, მაგრამ ერთი, მთავარი ბლოკი, რომელიც გააერთიანებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, შეიძლება გახდეს გამარჯვების საწინდარი“, - განაცხადა გოცირიძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს