ირაკლი კობახიძე ქართული-რუსული უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციაზე - ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია, მითუმეტეს, რომ ასეთ ამბებს საფუძველი არ აქვს, უბრალოდ არასწორია

ამ თემების ჭარბი აქტუალიზაცია არის თქვენს ინტერესში. ჩემი ინტერესი ეს არ არის, აქედან გამომდინარე, მე მოგიწოდებთ, რომ ეს თემა ჩახუროთ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, რომლის მიხედვით, საქართველოში შესაძლოა ქართული-რუსული უნივერსიტეტი გაიხსნას.

მისი თქმით, „ასეთ ამბებს საფუძველი არ აქვს".

„ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია, მითუმეტეს, რომ ასეთ ამბებს საფუძველი არ აქვს, უბრალოდ არასწორია, ამიტომ, მე ვერ მივიღებ მონაწილეობას ასეთი თემების აქტუალიზაციაში. ასეთი თემების, ზოგადად რუსული თემების ჭარბი აქტუალიზაცია არის თქვენი ინტერესი. ეს არ არის ჩემი ინტერესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მან კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ არის.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის