შალვა პაპუაშვილი - დღეს ტარდება კონფერენცია, რომელიც  საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ეძღვნება, ჩვენ დიდი ხანია სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მსგავსი ღონისძიება არ გვქონია და ბოლო წელმა გვაჩვენა, რომ ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია

დღეს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თანაორგანიზებით ტარდება კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. დიდი ხანია მსგავსი ღონისძიება არ გვქონია სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ბოლო ერთმა წელმა, რომელიც 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში გავატარეთ, გვაჩვენა, რომ ასეთი სახის ერთობლივი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, კონფერენციაზე საუბარი მათ შორის ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შეეხება.

„საუბარი გვექნება როგორც 12 რეკომენდაციაზე - ახლა სად ვდგავართ და რა გეგმებია მომავალში, ასევე ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე რეფორმებზე, რომელსაც პარლამენტი ახორციელებს. ხშირად ეს პოლიტიკური დებატების და მედიის ყურადღების ცენტრში არ ექცევა, თუმცა ეს არის დიდი ნაწილი ევროპული გზის, რომელიც საქართველოს გასავლელი აქვს. დღეს სამოქალაქო საზოგადოების, საპარლამენტო ოპოზიციის და უმრავლესობის თანამონაწილეობით გვექნება ამ საკითხებზე დისკუსია. მოხარული ვარ, რომ სამოქალაქო პლატფორმასთან ასეთი კარგი ურთიერთობა შედგა ამ ერთი წლის განმავლობაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით კონფერენცია თემაზე - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" იმართება.

„ღონისძიება გახსნეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პლატფორმის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა