დიმიტრი ჩიქოვანი - ეს სასამართლო პროცესი უბრალოდ რუსული რეჟიმის საამებლად დადგმული ცირკია

ეს სასამართლო პროცესი უბრალოდ რუსული რეჟიმის საამებლად დადგმული ცირკია, - აღნიშნულის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, დიმიტრი ჩიქოვანი აცხადებს, რითაც დღეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დანიშნულ, მისი და პარტიის წევრების სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული სასამართლო პროცესი „ფარსია და არაფრის მომტანი არაა“.

„ეს სასამართლო ფარსი და არაფრის მომტანი არაა. უბრალოდ, ჩვენი დროის ხარჯვაა. როგორც აღვნიშნეთ ეს უბრალოდ რუსული რეჟიმის საამებლად დადგმული ცირკია. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, ყველამ ვიცით, რომ დღეს სასამართლო სანქცირებულია და შესაბამისად, ჩვენ უბრალოდ პროცესებს მივყვებით,“ - განაცხადა ჩიქოვანმა, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ყვარელში რუსული ქორწილის პროტესტის დროს დაკავების ეპიზოდზე“, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა