მაია ბითაძე - ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყოფილ პრეზიდენტებს მოვუწოდებ, როგორმე გააღვიძონ საკუთარ თავში ის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ხელი არ შეუშალონ

თუ ყოფილი პრეზიდენტები, მოქმედი პოლიტიკოსები არ გააღვივებენ საკუთარ თავში პატრიოტიზმს, შეიძლება ძალიან არასასიამოვნო პროცესი გვქონდეს წინასაარჩევნო პროცესიის გააქტიურების გათვალისწინებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ "ფარას" იმ დოკუმენტების კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ფიგურირებს.

ბითაძე აცხადებს, რომ "ნებისმიერი მავნებლური სურვილი, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს ან ხელისუფლებაში მოვიდეს ვინმე, ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მშვიდობიან გზას."

"საქართველო იმყოფება მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის პროცესში და ყველა სენსიტიური თემა გასათვალისწინებელია, რაც ქვეყანას აწუხებს, მათ შორის, ეს არის ოკუპაცია. უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და რუსეთის ჯარი დგას ძალიან ახლოს. შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტებს მოვუწოდებ, როგორმე გააღვიძონ საკუთარ თავში ის, რომ ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და ხელი არ შეუშალონ ევროინტეგრაციის პროცესს. ცოტა დრო და რესურსი რჩება, რომ ამ პროცესს ხელი ან შევუწყოთ ან შევუშალოთ. შესაბამისად, ყველას, ყოფილი პრეზიდენტით დაწყებული და დამთავრებული მოქმედი პრეზიდენტით, ჟურნალისტებით, მოქალაქეებით, მოვუწოდებ, ხელი არ შევუშალოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს იმ განცხადებებით, რაც მნიშვნელოვანია მტრისთვის, რუსეთისთვის და ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს. ყველას უნდა გვახსოვდეს, ამ ცის თავზე 2008 წელს და 90-იან წლებში რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ. ასე რომ, ნებისმიერი დესტაბილიზაცია და ნებისმიერი მავნებლური სურვილი, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ან ხელისუფლებაში მოვიდეს ვინმე, ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მშვიდობიან გზას. რიგ შემთხვევებში ყოფილი თანამდებობის პირები იმიტომ, რომ კვლავ მოვიდნენ ხელისუფლებაში, იყენებენ ჩვენს სამშობლოს იმ მიზნით, რომ ხელი შეუშალონ მის სწორ განვითარებას. ეს გამოიხატება იმაში, რომ ევროინტეგრაციის და მშვიდობის შენარჩუნებაზე საუბრის ნაცვლად, ჩვენი ყოველი დილა იწყება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით, რაზეც "ფარას" დოკუმენტიდან შევიტყვეთ, რომ ამ სცენარის პოლიტიკური ნაწილი მხარდაჭერილი იყო ლობისტებისგან, რამაც დააზიანა ევროინტეგრაციის პროცესი, რაც განსაკუთრებით შეიმჩნევა ბოლო პერიოდში. თუ ყოფილი პრეზიდენტები, მოქმედი პოლიტიკოსები არ გააღვივებენ პატრიოტიზმს, შეიძლება ძალიან არასასიამოვნო პროცესი გვქონდეს წინასაარჩევნო პროცესიის გააქტიურების გათვალისწინებით. ყველას უნდა ესმოდეს, ეს პროცესი დაკავშირებულია არჩევნებთან, გადავდივართ წინასაარჩევნო პროცესში, პარტიების მხრიდან დაანონსდა გაერთიანებები, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, ამ პროცესში ჩვენი ყველას მთავარი მიზანია შევინარჩუნოთ მშვიდობა და ევროინტეგრაციის გზაზე, რომლის კარი სწორედ "ქართულმა ოცნებამ" გააღო, გავიაროთ მშვიდობიანად," - განაცხადა ბითაძემ.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს გიორგი მარგველაშვილმა ბინძური ტყუილი და დეზინფორმაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ სურს. "მხიარული კომენტარია ის, რომ თუ გადაწყვიტეს, რომ მე გავხდი მექრთამე და ფულის ამღები, პრინციპულად შეურაცხყოფილი ვარ ამ პატარა თანხით -11 500 დოლარით, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია," - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის