იაგო ხვიჩია - თუ აწყობ პოლიტიკურ აჯაფსანდალს, ისეთი უნდა მოაწყო, რომ არც ერთი მწვანილი გარეთ არ დარჩეს, შესაბამისად, მე ვხედავ მარგველაშვილს კოალიციაში, კიდევ სხვებსაც ვხედავ

თუ აწყობ პოლიტიკურ აჯაფსანდალს, ისეთი უნდა მოაწყო, რომ არც ერთი მწვანილი გარეთ არ დარჩეს. შესაბამისად, მე ვხედავ მარგველაშვილს ამ კოალიციაში, კიდევ სხვებსაც ვხედავ,- ასე ეხმიანება „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანებაში შესაძლოა გიორგი მარგველაშვილიც ვიხილოთ.

ხვიჩია აცხადებს, რომ მათი მიზანია წინასაარჩევნოდ ხალხმა "ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატივად მხოლოდ "გირჩი" დაინახოს.

„უნდა მოხდეს "ნაცმოძრაობის" კონსოლიდაცია და ყველა "ნაცი" ვინც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას წავიდა, უნდა დაუბრუნდეს წიაღს, რომ ადამიანებისთვის გასაგები იყოს, წინასაარჩევნოდ არსებობენ "ნაცები", "ქოცები" და არსებობს ერთადერთი ალტერნატივა ამ ორისგან - "გირჩი". ჩვენ ამას ვესწრაფვით და მთელი მონდომებით წარმატებებს ვუსურვებ ამ გაერთიანების რთულ საქმეში,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის