ევროკავშირის ელჩი - იმედი მაქვს, რომ პოლონელი ექიმების დასკვნა ქართველ ექიმებს დაეხმარება ჩაატარონ ისეთი მკურნალობა, რომლის შედეგადაც ყოფილი პრეზიდენტი კვლავ გამოჯანმრთელდება

ყოველთვის ვიმეორებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლების, მისი, როგორც პაციენტისა და მისი, როგორც განსასჯელის უფლების დაცვა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ იმ პოლონელი ექიმების დასკვნა, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტი მოინახულეს, ქართველ ექიმებს დაეხმარება, გამოიყენონ ისეთი მკურნალობა, რომლის შედეგადაც ყოფილი პრეზიდენტი კვლავ გამოჯანმრთელდება.

„ნამდვილად მადლიერი ვარ საქართველოს ხელსუფლების იმისთვის, რომ დათანხმდნენ პოლონელი ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულებას. მოხარული ვარ, რომ ჩამოვიდნენ, მოინახულეს ის, აიღეს ნიმუშები. ჩემთვის ცნობილია, რომ ისინი ასევე ესაუბრნენ ექიმებს აქ, საქართველოში, რომლებიც მზრუნველობას უწევენ მიხეილ სააკაშვილს და იმედი მაქვს, რომ პოლონელი ექიმების დასკვნა ქართველ ექიმებს დაეხმარება, გამოიყენონ ისეთი მკურნალობა, რომლის შედეგადაც ყოფილი პრეზიდენტი კვლავ გამოჯანმრთელდება“, - აღნიშნა ელჩმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს