ბექა ოდიშარია სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციაზე - კი ბატონო, დააკვირდნენ, დაკვირვებას ვინ დაუშლის, ღიაა პრაქტიკულად პროცესი სააკაშვილის მოვლა-პატრონობის, გასეირნების, კვების, მშობელთა კრების თუ პოლიტიკური ჯგუფების მასთან შესვლის

თუ ყურადღებით აკვირდებიან, მაშინ უნდა დაინახონ, რომ სააკაშვილი არის ლუქს პალატაში, ელოლიავებიან, პატარა ბავშვივით უვლიან და ის როგორ ექცევა მათ, კი ხედავთ - დანარჩენი, რას აკვირდებიან, ვერ გავიგე, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

ოდიშარია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს პასუხობს, რომ ამ პროცესს მის გარდა აკვირდებიან სხვებიც და მათ შორის, "ობიექტურად აკვირდება საზოგადოება".

"ის, რომ სახელმწიფოა პასუხისმგებელი ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე და ყოფაზე, ეს თავისთავად ცხადია. თუ ყურადღებით აკვირდებიან, მაშინ უნდა დაინახონ, რომ სააკაშვილი არის ერთ ერთ ყველაზე მაღალი კლასის კლინიკაში საქართველოში, ლუქს პალატაში, უამრავი ექიმის ყურადღების ქვეშ ელოლიავებიან, პატარა ბავშვივით უვლიან და ის როგორ ექცევა, კი ხედავთ და დანარჩენი, რას აკვირდებიან, ვერ გავიგე. კი ბატონო, დააკვირდნენ, დაკვირვებას ვინ დაუშლის, ღიაა პრაქტიკულად პროცესი, მისი მოვლა-პატრონობის, გასეირნების, კვების, მშობელთა კრების თუ პოლიტიკური ჯგუფების მასთან შესვლის.

ამის გარდა, მინდა ვუთხრა ჩვენს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, რომ მის გარდა ამას აკვირდება ძალიან ბევრი ადამიანი, ქართული საზოგადოება აკვირდება ობიექტურად. ყველანაირი რეკორდი მოხსნა სააკაშვილმა მნახველების მიხედვით, დღეში სამი მნახველი ჰყავს და თუ არ ვცდები, 2500- ს ასცდა, მსგავსი პრეცედენტი დედამიწის ზურგზე არ არსებობს. ვეთანხმებით იმაში, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა პატიმრის ჯანმრთელობა და ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც აქამდე ამას ვაკეთებდით ყველანაირი დაკვირვების გარეშე, რომ ყველანაირი სერვისი მიიღოს, რაც მის ჯანმრთელობას დასჭირდება,"- განაცხადა ოდიშარიამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებიან სააკაშვილის საქმეს და ძალიან აშფოთებთ მისი ჯანმრთელობა.

„როგორც საჯაროდ და პირადად ბევრჯერ განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების დაცვა და გავაგრძელებთ ამ საქმის ძალიან ყურადღებით დაკვირვებას“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა