გვსურს, საქართველოში გაიმართოს დისკუსია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და გამოიძებნოს საუკეთესო გამოსავალი ძალიან პროფესიონალური დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„არ არსებობს ოქროს სტანდარტი, როდესაც საქმე ეხება სასამართლო სისტემას, ევროკავშირშიც მიმდინარეობს დისკუსია კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ. გვსურს, რომ ეს დისკუსია საქართველოშიც გაიმართოს და საუკეთესო გამოსავალი მოიძებნოს ძალიან პროფესიონალური დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისთვის და როგორიც არ უნდა იყოს იდეები, მისი განხილვა უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან, ვენეციის კომისიასთან და „ოდირთან“ ერთად და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო იპოვის საუკეთესო გზას წინსვლისთვის, როდესაც საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან დახვეწილ და ძალიან რთულ საკითხს, რომელიც არის სათანადო სასამართლო სისტემა“, - აღნიშნა ელჩმა.