საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ სასამართლო რეფორმის განხორციელებისთვის გადადგმული ნაბიჯები ფრაგმენტული და არასრულია

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ სასამართლო რეფორმის განხორციელებისთვის გადადგმული ნაბიჯები ფრაგმენტული და არასრულია.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ დრომდე გადადგმულია ნაბიჯები ძირითად პრობლემებს ვერ ფარავს.

„მსჯელობა შეეხებოდა სასამართლო რეფორმას. ჩვენ გვაქვს „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული მოსაზრება. მათ მიერ ამ დრომდე გატარებული ნაბიჯები ვფიქრობთ, რომ ძალიან ფრაგმენტული და არასრულია, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის საბოლოო შედეგებზე ვისაუბროთ.

ეს არის მხოლოდ ფრაგმენტული ნაწილი, რომელიც ძირითად პრობლემებს ვერ ფარავს. ძირითადი გამოწვევა მართლმსაჯულების სისტემაში არის გავლენიანი მოსამართლეთა ჯგუფი და ამ გავლენებისთვის არსებული ბერკეტები, რომლებიც მათ ხელში კანონმდებლობის თუ პრაქტიკის დონეზე არსებობს. ამ დრომდე გატარებული არც ერთი ნაბიჯი არ არის ამ ძირეული რეფორმებისკენ, ამიტომ ცხადია, რომ ჩვენი შეფასებები ამ საკითხზე უცვლელია და კიდევ ერთხელ გვინდა, რომ ის დრო, რომელიც საქართველოს ჯერ კიდევ აქვს, გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ რეკომენდაციები შესრულდეს", - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა