ლევან ხაბეიშვილი - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული შეთავაზებები გვაქვს, მათ შორის სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული შეთავაზებები გვაქვს, მათ შორის სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ბევრი მილიარდის ინვესტიცია გვჭირდება - ასევე, ჩვენ ვამბობთ, რომ საპენსიო სესხი ყველა პენსიონერს უნდა გაუნულდეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა გურჯაანში განაცხადა.

მისი თქმით, მთელ ქვეყანაში სამუშაო ადგილები უდიდესი პრობლემაა.

„სამუშაო ადგილები უდიდესი პრობლემაა არა მარტო გურჯაანში, არამედ მთელ საქართველოში. კონკრეტული ადამიანები, ვისაც ენერგია აქვთ, უნდათ შრომა, ამბობენ, რომ ასეთი სამუშაოები არ არსებობს, სადაც კონკრეტულ ანაზღაურებას გამოიმუშავებენ და შეინახავენ ოჯახებს. ამასობაში ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებსაც საპენსიო სესხი აქვთ აღებული და 1000-1500 ლარში 4000-4500 ლარს ახდევინებენ - ჩვენს პენსიონერებს ფაქტობრივად ახრჩობს საბანკო ოლიგარქია, პუტინის კარის ოლიგარქია. ჩვენ კონკრეტული შეთავაზებები გვაქვს - დაწყებული სამუშაო ადგილებით, რადგან ჩვენ გვჭირდება ბევრი მილიარდის ინვესტიცია. მეორე - ჩვენ ვამბობთ, რომ საპენსიო სესხი ყველა პენსიონერებს უნდა გაუნულდეს. ასაკმა უნდა დაიწიოს 60 წლამდე და მინიმალური პენსია უნდა იყოს ის 295 ლარი, რაც არის; 400 ლარი თავისი დანამატებით მაღალმთიანში, პირობითად, 65 წლის შემდეგ უკვე 600 ლარამდე. ეს არის ის, რისი გაკეთებაც დღესვე შეიძლება. ჩვენ ამ ადამიანებს ბევრს დაველაპარაკებით, ყველა მუნიციპალიტეტში ჩავალთ, სხვადასხვა ქალაქში. ეს ის რაიონია, სადაც წყალდიდობა მოხდა რამდენიმე კვირის წინ და ჩვენდა სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურული სამუშაოების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ შეუსრულებელია. ამიტომ, გავაგრძელებთ მუშაობას და შრომას ჩვენი ხალხისათვის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს