პაატა მანჯგალაძე - ხალხი ზუსტად ისე მოგვექცევა, როგორც მოვექცევით

ხალხი ზუსტად ისე მოგვექცევა, როგორც ჩვენ მოვექცევით მათ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

პაატა მაჯგალაძის განმარტებით, გამარჯვება ოპოზიციის კოორდინაციით მიიღწევა და არა გაუთავებელი კინკლაობით.

"საზოგადოების დაკვეთა არის გამარჯვება და გამარჯვება მიიღწევა კოორდინაციით, ძალებისა და რესურსების გაერთიანებით და არა ოპოზიციის შიგნით გაუთავებელი გარჩევებითა და კინკლაობით.

რასაც ბოლო პერიოდში ვაკვირდები, ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს კალენდარი აქვს არეული, ნაცვლად იმისა რომ საუბრობდნენ "ქართული ოცნებიდან" მომდინარე საფრთხეებზე, რომ გამალებული რუსიფიკაცია მიდის ქვეყანაში, ქართველები გადიან და მათ ადგილზე რუსები მკვიდრდებიან, რომ ნატოსა და ევროკავშირის ქოლგის გარეშე ტოვებენ ქვეყანას, ისევ "ნაციონალური მოძრაობის" ლამის 15 და 20 წლის წინანდელ შეცდომებზე საუბრობენ.

მე არ მესმის, რა პოლიტიკური დივიდენდი შეიძლება მოიტანოს ამან. სტრატეგიულადაც არ მესმის ოპოზიციური პარტიის, რომლის ამოცანაც არ არის ხელისუფლების მხარდამჭერების კლების ხარჯზე საკუთარი და საერთო ოპოზიციური მომხრეების რაოდენობის გაზრდა, ამის ნაცვლად ცდილობენ, ოპოზიციის დაზიანების ხარჯზე საკუთარი მხარდამჭერების გაზრდას, რაც "ქართული ოცნების" პირდაპირი დღის წესრიგი და თამაშია. ასე აპირებენ ხელისუფლების შეცვლას?

ყველამ უნდა იცოდეს, ხალხი ზუსტად ისე მოგვექცევა, როგორც ჩვენ მოვექცევით მათ. ზუსტად იმდენად გაიზიარებენ ჩვენს პოზიციებს, რამდენადაც ჩვენ გავხდებით მათი პრობლემის გამზიარებლები და მომგვარებლები. ეს არის გამარჯვების რეალური ფორმულა და არა დაუსრულებელი ტალახის სროლა და მეორეხარისხოვან საკითხებზე გარჩევები", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება