სოფო ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილი მზად არის, მიიღოს ყველა პოლიტიკური პოზიციისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები - ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და შევქმნათ დიდი გამარჯვების, საქართველოს გამარჯვების პლატფორმა

მიხეილ სააკაშვილი მზად არის, მიიღოს ყველა პოლიტიკური პოზიციისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და შევქმნათ დიდი გამარჯვების, საქართველოს გამარჯვების პლატფორმა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯაფარიძის მოსაზრებით, ყველამ გვერდით უნდა გადადოს პირადი ამბიციები.

მისივე თქმით, დღეს ისე, როგორც არასდროს , მნიშვნელოვანია ერთობა.

“დღეს, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ტყვეობაში იმყოფება, დაუშვებელია ერთმანეთს ქვები ვესროლოთ, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა, ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ორიენტირებული იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი დავიხსნათ რუსეთის ტყვეობიდან და ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას, რომელიც უდიდეს კრიზისშია. ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას და ერთხელ და სამუდამოდ დავაყენოთ დასავლურ რელსებზე.

დღეს, როდესაც მთელი ცივილური სამყარო უკრაინის და ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით არის და ისინი ასე უჭერენ მხრას უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. ჩვენ, გამარჯვებულ უკრაინასთან ერთად უნდა მოვახერხოთ და აუცილებლად დავიხსნათ მიხეილ სააკაშვილი.

ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გადავდოთ გვერდით პირადი ამბიციები და ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ყველამ თითო აგური უნდა დავდოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დღეს ისე როგორც არასდროს, ყველა უნდა გავერთიანდეთ. მიხეილ სააკაშვილი მზად არის, მიიღოს ყველა პოლიტიკური პოზიციის და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და შევქმნათ დიდი გამარჯვების, საქართველოს გამარჯვების პლატფორმა“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ერთმანეთის მტრობა უნდა დასრულდეს და უნდა შეიქმნას გამარჯვების პლატფორმა.

„ყველას, ვისაც უნდა თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, ყველას, ვისაც უნდა ცივილურ ქვეყანაში ცხოვრება, ყველას, ვისაც უნდა ევროპაში ცხოვრება, უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ უნდა შევქმნათ გამარჯვების პლატფორმა.

ჩვენ უნდა ვიყოთ დიდი, მთლიანი და ერთიანი ქვეყანა. დამთავრდა მტრობა და დამთავრდა ერთმანეთის მიმართ ქვების სროლის პოლიტიკა. ყველას გელოდებით. ერთმანეთის მტრობა უნდა დასრულდეს. ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, ძალიან ცოტანი ვართ, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ერთ აზრზე უნდა ვიყოთ და ეს ერთი აზრი უნდა იყოს ევროპა და დასავლეთი“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება