25 ივლისს, თეთრიწყაროში, სოფელ ასურეთში „ლელოს" ახალგაზრდების ინიციატივით და „ლელოს" ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატის, გიორგი ჭელიძის ხელშეწყობით ქვემო ქართლის რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები რუსთავიდან და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან.
“საუბრები გაიმართა ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე როგორიცაა: საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, საფრთხეები, რომელიც მომდინარეობს ქართული ოცნების მხრიდან, რუსეთის მსახურების პოლიტიკის გამო, საქართველოს ადგილი არსებულ გეოპოლიტიკურ რუკაზე და საგარეო ორიენტირები.
ასევე, ისაუბრეს „ლელოს“ და მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, რომელიც ემსახურება საქართველოს და მის მოსახლეობას საუბარს უძღვებოდა „ლელოს" საგარეო ურთიერთობათა მდივანი, გრიგოლ გეგელია.
„ლელოს“ ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ასურეთი, გაეცნენ მის საინტერესო ისტორიას, გერმანულ სოფელ „ელიზაბეტთალს", მის კულტურულ მემკვიდრეობას.
მსგავსი შეხვედრები კამპანიური ხასიათის იქნება და საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.