“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარტიული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, რეგიონებში არსებულ 15 ოფისს უკანასკნელი 6 თვის მანძილზე, 40 ახალი რეგიონული ოფისი დაემატა, მათ შორის:
ქობულეთში, შუახევში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ქედაში, ხულოში, ქუთაისში, ხონში, ზესტაფონში, თერჯოლაში, საჩხერეში, ჩხოროწყუში, აბაშაში, ფოთში, მარტვილში, წალენჯიხაში, მესტიაში, ცაგერში, ლანჩხუთში, კასპში, ხაშურში, ქარელში, გარდაბანში, დმანისში, რუსთავში, მარნეულში, ბოლნისში, წალკაში, ასპინძაში, ბორჯომიში, ადიგენში, თიანეთში, დუშეთში, საგარეჯოში, ყვარელში, ლაგოდეხში, სიღნაღში, ახმეტაში, დედოფლისწყაროში.