ირაკლი კუპრაძე - „ქართული ოცნება“ ხელს უშლის ქართველი ხალხის დაბრუნებას ქვეყანაში

გვაქვს ცალსახა ინფორმაცია, რომ სუს-ი საკუთარი ე.წ. რეკომენდაციებით ხელს უშლის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოქალაქეობის მინიჭებაში, მაგრამ პრეზიდენტს უნდა ეყოს გამბედაობა და ადამიანებს, რომლებიც ეროვნებით არიან ქართველები, დაბადებულები არიან საქართველოს ტერიტორიაზე და თავის დროზე ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეობა, მიანიჭოს მოქალაქეობა მყისიერად, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არ არის დაინტერესებული საქართველოში ემიგრაციის დაბრუნებით.

„ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ხელს უშლის ქართველი ხალხის დაბრუნებას ქვეყანაში. „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ხელს უშლის და ეწინააღმდეგება ემიგრაციის შინ დაბრუნებას, რაც არის რუსეთის ინტერესების მსახურება, ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ. მოქალაქეები, რომლებიც 90-იანი წლებიდან დღემდე გადახვეწილები იყვნენ ემიგრაციაში, საკუთარი შრომით ინახავდნენ საქართველოს ეკონომიკას და ოჯახებს, დღეს ბრუნდებიან რიგი მიზეზების გამო და „ქართული ოცნება“ უარით ისტუმრებს ჩვენს თანამემამულეებს, ეროვნებით ქართველებს, ადამიანებს, რომლებიც დაბადებულები არიან საქართველოს ტერიტორიაზე. მათ ან არ უბრუნებენ მოქალაქეობას, ან უარს ეუბნებიან მოქალაქეობის მიღებაზე. ეს არის დანაშაული ქართველი ხალხის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს პროცესი ნათლად მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ დაქვემდებარებული სუს-ი მოქალაქეობის კომისიაში ბლოკავს და უარს ეუბნება ჩვენს თანამემამულეებს, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ არ არის დაინტერესებული საქართველოში ემიგრაციის დაბრუნებით. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომ გამოიყენოს თავის დისკრეციული უფლება და მყისიერად გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ყველა მსგავს ადამიანს მისცეს მოქალაქეობა, დაჩქარებული წესით. ჩვენ გვაქვს ცალსახა ინფორმაცია, რომ სუს-ი საკუთარი ე.წ. რეკომენდაციებით ხელს უშლის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოქალაქეობის მინიჭებაში, მაგრამ პრეზიდენტს უნდა ეყოს გამბედაობა და ადამიანებს, რომლებიც ეროვნებით არიან ქართველები, დაბადებულები არიან საქართველოს ტერიტორიაზე და თავის დროზე ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეობა, მიანიჭოს მოქალაქეობა მყისიერად“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება