თეონა აქუბარდია - ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები დამაზიანებელია იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნება“ უნდა გავუშვათ სახლში არჩევნების გზით

ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები დამაზიანებელია - ჩემთვის მთავარი ინტერესია არჩევნების გზით იმ ხელისუფლების ცვლა, რომელიც ქვეყანას ევროპულ მომავალს აშორებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც ნიკა მელიას განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში" კვლავ არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს.

ამასთან, აქუბარდია აცხადებს, რომ საზოგადოება ოპოზიციაში გადაჯგუფებებს და გაერთიანებებს კიდევ იხილავს.

„მოცემულობაა შექმნილი, რომ ხელისუფლება არჩევნებით უნდა შეიცვალოს, ამ მოცემულობაში გადაჯგუფებებს, ასევე 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში გაერთიანებებს, ბუნებრივია, ვიხილავთ. რაც შეეხება ბრალდებებს, მე თავს შევიკავებდი მათი ან მტკიცების ან უარყოფისგან, რადგან მე არ მაქვს ინფორმაცია. ზოგადად, მიუხედავად არსებული კითხვებისა, შემიძლია გითხრათ, რომ ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები დამაზიანებელია იმ ფონზე, როცა "ქართული ოცნება" უნდა გავუშვათ სახლში არჩევნების გზით. ძალიან მძიმე ბრალდებებიც არის, ურთიერთდაპირისპირებაც, მაგრამ ჩემთვის მთავარი ინტერესია არჩევნების გზით იმ ხელისუფლების ცვლა, რომელიც ქვეყანას აშორებს ევროპულ მომავალს,"- განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს