დავით კირკიტაძე - სახელები და გვარები, რომლებზეც მელიამ ისაუბრა, დღეს ხომ არ გაჩენილა? „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო და ეს ადამიანები მაშინაც იყვნენ

ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანები, რომლებიც გუშინ თანაგუნდელები იყვნენ, დღეს, ერთმანეთს საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებენ, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუს.

როგორც კირკიტაძე აცხადებს მას ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე „ზედმეტი კომენტარის გაკეთება” არ უნდა.

„დრო ყველაფერს გამოაჩენს და ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანები, რომლებიც გუშინ თანაგუნდელები იყვნენ, დღეს ერთმანეთს საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებენ. ეს სახელები და გვარები, რომლებზეც მან [მელიამ] ისაუბრა, დღეს ხომ არ გაჩენილა? „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო და ეს ადამიანები მაშინაც იყვნენ“,- განაცხადა კირკიტაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში