გურამ მაჭარაშვილი - ხან მელია დაიმალება და ხაბეიშვილი ეძებს, მერე გამოვარდება მელია და ამბობს - „დაგასტუკე“, ახლა ვაშაძემ „დაასტუკა“ ხაბეიშვილი, ასე არასერიოზულად მივლენ 2024 წლამდე - საბოლოოდ მოსახლეობა „დაასტუკებს“ ამ რადიკალებს

ხან მელია დაიმალება და ხაბეიშვილი ეძებს, მერე გამოვარდება მელია და ამბობს - „დაგასტუკე“, ახლა ვაშაძემ „დაასტუკა" ხაბეიშვილი და ასე არასერიოზულად მივლენ 2024 წლამდე. საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობა „დაასტუკებს" ამ რადიკალებს,- ამის შესახებ ხალხის ძალის" წევრმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებაზე და დავით კეზერაშვილის არაფორმალურ მართვაზე.

მისივე თქმით, კეზერაშვილს და მერაბიშვილს პარტია ფინანსური მაქინაციების განსახორციელებლად სურთ.

„მას შემდეგ, რაც „რუსული კანონის" მეშვეობით სახელმწიფო დეპარტამენტმა საჯარო გახადა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და მისი დასანქცირებისთვის იბრძვიან, პოლიტიკურ შოკში ჩავარდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და გადაწყვიტეს პოლიტიკური დახუჭობანას თამაში - ხან მელია დაიმალება გარკვეული ვადით და ხაბეიშვილი ეძებს, მერე მელია გამოვარდება და ამბობს - „დაგასტუკე", ახლა ვაშაძემ "დაასტუკა" ხაბეიშვილი და ასე არასერიოზულად მივლენ 2024 წლამდე. საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობა "დაასტუკებს" ამ რადიკალებს, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა სურთ,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე