ირაკლი ზარქუა - "ხაბე" კი მიყვარს, მაგრამ როგორ უნდა დანიშნო გაერთიანების ხელმძღვანელად? ამიტომ მიიყვანეს ვაშაძე, რომელიც უკეთესად არის შეფუთული ევროპულობით, თუმცა სინამდვილეში ერთი შარლატანია

"ხაბე" როგორ უნდა დანიშნო გაერთიანების ხელმძღვანელად? ამიტომ მიიყვანეს ვაშაძე, რომელიც უკეთესად არის შეფუთული ამ ევროპულობით. სინამდვილეში ერთი შარლატანია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ნაციონალური მოძრაობის" გაერთიანებას გამოეხმაურა.

"კი მიყვარს ეს "ხაბე", მაგრამ ნუ "ხაბეა" რა, ოპოზიციური გაერთიანების ხელმძღვანელად როგორ უნდა დანიშნო? მიიყვანეს მეორე, რომელიც უკეთესად არის შეფუთული ამ ევროპულობით. სინამდვილეში ერთი შარლატანია ბატონი ვაშაძე, რომელიც ცრუპენტელა პოპულისტია. 4 კაცით შემოვიდა პარლამენტში და ბოლოს ეს და მანჯგალაძე შემორჩნენ ერთმანეთს. მანჯგალაძეც, ეტყობა, მსხვერპლად, თუ არ ვიცი, ტყვედ ჰყავს აყვანილი. ყველა გაექცა და რა უნდა ქნას? ისევ პოპულისტურად ირბენენ. ჩემი "ხაბე" ისევ პირად კონტროლზე აიყვანს სტიქიას, ეს კიდევ უკრაინასთან, იქიდან "ფორტოჩკებიდან" ჩაერთვება, "ლაივები" ექნება, გვეტყვის, რომ "ჩვენ ვიგებთ, ბრძოლის ველზე ვართ" და რაღაცა, ნუ "ჭიჭე ვაშაძეა" რა. ეს გაერთიანება ან მივა ან არა ბოლომდე. ვწუხვარ, რომ ქართულ პოლიტიკაში ძირითადი ოპოზიცია ამათ ჰქვიათ," - განაცხადა ზარქუამ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის