გია ვოლსკი - რევოლუციური კომიტეტის ინტელექტუალიზაცია გახდა საჭირო და ფიქრობენ, რომ ვაშაძე იქნება ამის შემავსებელი, მაგრამ მას არ აქვს პერსპექტივა, რომ "ნაცმოძრაობაში" ინტელექტის დეფიციტი შეავსოს

რევოლუციური კომიტეტის ინტელექტუალიზაცია გახდა საჭირო, ელემენტარულად იმ ადამიანის მოყვანა, რომელიც უცხო ენას ფლობს და არ არის დარჩენილი იმ დონეზე, რაზეც ხაბეიშვილი გაიყინა - ფიქრობენ, რომ ვაშაძე ის შემავსებელი იქნება, როცა ახალი "ნაცმოძრაობა" იბადება ტკივილებში, მაგრამ ამის პერსპექტივაც არ არსებობს, რომ ინტელექტის დეფიციტი შეავსოს ვაშაძემ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანებაზე ნიკა მელიას განცხადებებს გამოეხმაურა და თავადაც ფიქრობს, რომ ეს მერაბიშვილის და კეზერაშვილის გადაწყვეტილება იყო.

"ახალი არაფერი უთქვამს მელიას. რევოლუციური კომიტეტის ინტელექტუალიზაცია გახდა აუცილებელი, ელემენტარულად იმ ადამიანის მოყვანა, რომელიც უცხო ენას ფლობს, უცხო ტერმინოლოგია იცის და არ არის დარჩენილი იმ დონეზე, რომელზეც ხაბეიშვილი გაჩერდა, გაიყინა და ვეღარ ავითარებს, რევოლუციური მოწოდებების გარდა იდეა აღარ გააჩნია. ფიქრობენ, რომ გიორგი ვაშაძე სწორედ ის შემავსებელი იქნება, როცა ახალი "ნაცმოძრაობა" იბადება ასე ტკივილებში და გარკვეული ტკივილგამაყუჩებელი სჭირდება ამ ყველაფერს, რომ ტრაგედიით არ დამთავრდეს. გიორგი ვაშაძეს სწორედ ეს ფუნქცია აქვს, მაგრამ ამის პერსპექტივაც არ არსებობს, რომ ეს ინტელექტის დეფიციტი შეავსოს. ფაქტია, სხვა რესურსი პოლიტიკურ ველზე არ გააჩნიათ. სწორედაც მერაბიშვილის და კეზერაშვილის გადაწყვეტილება მგონია მეც (ვაშაძის გაერთიანება "ნაციონალურ მოძრაობასთან"), მელიას რომც არ ეთქვა ამის თაობაზე. არასდროს ინტერესის გარეშე მერაბიშვილს და კეზერაშვილს არ უცხოვრიათ, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია, არა მარტო იმაში, რომ ფულის, ქონების მოხვეჭა სჭირდებათ, აქ სხვა თემაა, რაც უპირისპირდება საქართველოს ინტერესს. ეროვნული ინტერესების პრიზმაში უნდა განვიხილოთ, სჭირდება თუ არა ეროვნულ ინტერესებს მერაბიშვილის და კეზერაშვილის გაერთიანება, რომლის თოჯინა იქნება გიორგი ვაშაძე, ხაბეიშვილი ან სხვა? -არ სჭირდება, ამაშია საქმე," - განაცხადა ვოლსკიმ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა