იაგო ხვიჩია - გახარიას ფორმულას ვეთანხმები, რადგან  „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი ძალა მგონია, საბოლოოდ ისინი მარტივად შეკრავენ კოალიციას -  ყველაზე დიდი მოკავშირე ერთმანეთი ჰყავთ

„ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 50% რომ ვერ გადალახონ, ამაში ვეთანხმები გიორგი გახარიას. უფრო შორსაც კი წავიდოდი, ამის შემდეგი ნაბიჯი ის უნდა იყოს, რომ ბარიერი ვერ გადალახოს ვერცერთმა, ეს იქნება ამ ტვირთისგან გათავისუფლება , - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ის გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ნაცებმა“ და „ქოცებმა“, ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ.

როგორც ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, იმისათვის რომ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად 50%-ი ვერ აიღოს, საჭიროა, ამომრჩევლებმა ალტერნატიული იდეა დაინახონ.

„იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ერთად ვერ აიღოს 50%, ამას სჭირდება ადამიანებმა დაინახონ ალტერნატიული იდეა. ჩვენ გვაქვს ეს იდეა. ამას პარტიები ვერ შეძლებენ, ეს უნდა შეძლოს იდეამ.

ახლა, მაინც დაინახოს ხალხმა, რომ „ქართულმა ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოო ჯამში ერთი ძალაა და სწორედ, ამიტომ მათ ვერ უნდა გადალახონ 50%-იანი ბარიერი.

არ ვიცი გახარია, როგორ მივიდა ამ დასკვნამდე, მაგრამ ამ ფორმულას იმიტომ ვეთანხმები, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი ძალა მგონია. საბოლოო ჯამში, ისინი მარტივად შეკრავენ ერთმანეთთან კოალიციას. ყველაზე დიდი მოკავშირე ერთმანეთი ჰყავთ. როგორც დავით კეზერაშვილს და „ქოცებს“ ერთმანეთთან საერთო ჰქონდათ, როდესაც ქოლ-ცენტრებს აკეთებდნენ, ისე ყველაზე მეტი საერთო აქვთ. ამ საერთოს ერთმანეთთან ჩხუბით, გინებით, შეურაცხყოფით მალავენ, იმისათვის რომ ადამიანებმა, არც კი დაუშვან იმაზე ფიქრი თუ როგორ ვერ შეიძლება მათ 50%-ზე მეტი არ აიღონ. სინამდვილეში, ქართველი ხალხი ამ ორი პარტიის ტყვეობაში ვართ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ კარგი ტემპი აქვს აკრეფილი, აგერ, ვაშაძე სწრაფად შეიერთეს. დანარჩენები სანამ ფიქრობდნენ, მანამდე ყველას წაართვეს ვაშაძე და თავისთან გადაიყვანეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის