პეტრე ცისკარიშვილი - საფრანგეთის ელჩისგან მოვისმინეთ, რომ მისი დედაქალაქის პრიორიტეტების სათავეშია სააკაშვილის საკითხი - ევროპული ქვეყნები ვერ აღიქვამენ, როგორ შეიძლება გინდოდეს გახდე ევროპის ნაწილი და თან პრეზიდენტს ციხეში აწამებდე

ევროპული ქვეყნები ვერ აღიქვამენ და ვერ ხედავენ, როგორ შეიძლება ერთის მხრივ, გინდოდეს გახდე ევროპის ნაწილი და თან მესამე პრეზიდენტს ციხეში აწამებდე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, შერაზ გარსათან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, ელჩთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს მომავალს სჭირდება.

„ელჩისგან მოვისმინეთ, რომ მისი დედაქალაქის პრიორიტეტების სათავეში იმყოფება მიშა სააკაშვილის საკითხი. ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის შიგნით დემოკრატიას, საარჩევნო პროცესს, რეკომენდაციების შესრულებას, ევროინტეგრაციას, მესამე პრეზიდენტის პატიმრობა და ტყვეობა ჩვენი ქვეყნის მომავალთან პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის მიღება არ მიღებას, ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ, რომ ეს არის ისეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მომავალს სჭირდება. „ქოცები“ დღეს არიან, ხვალ აღარ იქნებიან, გაქრებიან გაზაფხულის თოვლივით, მაგრამ საქართველო არ უნდა ჩამორჩეს ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ევროინტეგრაციის საკითხში.

შეიძლება იყოს გარკვეული პირობები, დათქმები, მაგრამ წლის ბოლოს მნიშვნელოვანია, რომ ევროპასთან დაახლოების საქმეში ოდნავ მაინც წინ წავიწიოთ. ეს არის მათი პოზიციაც, ჩვენც ამას მივესალმებით, რა თქმა უნდა, მეტი გვინდოდა, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ვერ ვიღებთ, ამიტომ მთლად ბოლომდე რომ არ ჩამოვრჩეთ მოლდოვას, უკრაინას მნიშვნელოვანია, რაღაც ნაბიჯები მაინც გადაიდგას საქართველოსთან დაკავშირებითაც“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის