პაატა მანჯგალაძე - ვინმე ფიქრობს, რომ ფერად-ფერად არჩევნებს ჩაატარებს „ქართული ოცნება“ და დემოკრატიულად გადმოგვაბარებს ხელისუფლებას? - ბრძოლა იქნება ხელჩართული

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „გამარჯვების პლატფორმაში“ გიგი

უგულავას, ზურაბ ჭიაბერაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის ხილვა კარგი იქნება, რადგან ისინი პლატფორმას გააძლიერებდნენ.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში:“ განაცხადა, „გამარჯვების პლატფორმასთან“ შეერთებაზე უარს არავის ეუბნებიან, თუმცა არც არავის შეეხვეწებიან.

“"სტრატეგია აღმაშენებელში" არ ვაპირებთ დასახელებული ხალხის მიღებას და „ნაცმოძრაობაში“ თუ შევლენ, მათი გადასაწყვეტია. გიგი გამოცდილებით, ჭიაბერაშვილი საერთაშორისო მიმართულებით გამოცდილებით, გააძლიერებს პლატფორმას. ერთი ადამიანის ხმაც კი გადამწყვეტი იქნება ამ ბრძოლაში. კარგი იქნება მარგველაშვილი ამ ბრძოლაში. უბრალოდ, ჩვენ ასეთი პოზიცია გვაქვს, ხვეწნას არავის არ ვუწყებთ, ვისაც მოსვლა უნდა, უარს არავის არ ვეუბნებით“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძის თქმით, კარგი იქნება თუ საერთო ბრძოლაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი, ნიკა მელიაც მათ გვერდით იქნება.

„არ დავიშლებით, საერთო ენას ვიპოვით ყველასთან, მათ შორის ნიკა მელიასთან და აუცილებლად გავიმარჯვებთ. არ ვაპირებთ საქართველოს დატოვებას, საქართველოს რუსეთზე ჩაბარებას. ვინმე ფიქრობს, რომ ფერად-ფერად არჩევნებს ჩაატარებს „ქართული ოცნება“ და დემოკრატიულად გადმოგვაბარებს ხელისუფლებას? ბრძოლა იქება, ხელჩართული, ფიზიკური, ხმები დასაცავი იქნება და ჩვენ ზმად ვართ ამ ბრძოლისთვის და ზურგიდან კიდევ ფრონტი რად მინდა? მინდა რომ გვერდში გვედგეს ამ ბრძოლაში ნიკა მელიაც და ყველა, პატრიოტი ქართველები“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის