პეტრე ცისკარიშვილი - არ უნდა გვიკვირდეს ამერიკის საელჩოს განცხადება, შესაბამისი პასუხი გასცა და მომავალშიც გასცემს ბინძურ პროპაგანდას

აშშ-ს საელჩოს განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ისინი ყოველთვის გასცემენ პასუხს „რუსული ოცნების“ ბინძურ პროპაგანდას, რომელიც პირდაპირ რუსულ ნარატივში ჯდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ს საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, საზოგადოებამ არ უნდა დაიჯეროს „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული რუსული პროპაგანდა.

„ეს არის რუსული, კრემლის ნარატივის გაგრძელება, რასაც მათ მიერ ხელდასმული პარტია ახორციელებს. ყველაფერი დასავლურის, ევროპულის, ამერიკულის გაშავება, დაცინვა, იმისთვის, რომ აქ ადგილზე „რუსული ოცნება“ წარმოჩინდეს გამარჯვებულად, სუფთად და წარმატებულად. ეს ასე მარტივად რომ აღვწეროთ რას ემსახურება ის პროპაგანდა, რომელსაც „რუსული ოცნება“ ემსახურება წლების განმავლობაში. ამიტომ ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს ამერიკის საელჩოს განცხადება, შესაბამის პასუხი გასცა და მომავალშიც გასცემს პასუხს ამ ტიპის ბინძურ პროპაგანდას. ჩვენც ჩვენი მხრიდან, ქართულმა საზოგადოებამაც არ უნდა დავიჯეროთ და არ უნდა ვჭამოთ “რუსული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ის პროპაგანდა, რომელიც პირდაპირ რუსულ ნარატივში, კრემლის მიერ შემუშავებული შაბლონებით მოდის საინფორმაციო ნიაღვარი ჩვენი მისამართით“, - ასე გამოეხმაურა პეტრე ცისკარიშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა