ლევან ხაბეიშვილი - უმნიშვნელოვანესია აშშ-ს საელჩოს განცხადება, რამაც ნათელი მოჰფინა იმას, რომ „რუსული პარტია“ ავრცელებს ტყუილებს

უმნიშვნელოვანესია აშშ-ს საელჩოს განცხადება, რამაც ნათელი მოფინა აბსოლუტურად ყველაფერს და მათ შორის იმას, რომ რუსული პარტია კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ავრცელებს ტყუილებს, - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოება კარგად გაიგებს, „რამხელა რუსულ პროპაგანდისტულ მანქანასთან გვაქვს საქმე“.

„პუტინისტი კობახიძე პუტინის კარის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მუდმივად ასეთ რუსულ პროპაგანდას ავრცელებს და შემდეგ უნდა, რომ ეს ტყუილები დააჯეროს ხალხს. უმნიშვნელოვანესია აშშ-ს საელჩოს განცხადება, რამაც ნათელი მოფინა აბსოლუტურად ყველაფერს და მათ შორის იმას, რომ რუსული პარტია კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ავრცელებს ტყუილებს და საზოგადოება კიდევ ერთხელ კარგად გაიგებს რამხელა რუსულ პროპაგანდისტულ მანქანასთან გვაქვს საქმე, რუსული პარტიის სახით“, - დასძინა ხაბეიშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025