CNN - ჯო ბაიდენი თანახმაა, აშშ-მა ჰააგის სასამართლოს რუსეთის ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები გაუგზავნოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებს უფლება მისცეს უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებასთან ითანამშრომლოს, - ინფორმაციას CNN-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, გადაწყვეტილება რამდენიმეთვიანი შიდა დებატების შემდეგ მიიღეს და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ მტკიცებულებების სისხლის სამართლის სასამართლოსთვის გაზიარებას დასთანხმდა.

CNN-ის წყაროს განმარტებით, რა ინფორმაციას გააზიარებს აშშ საბოლოოდ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას მოითხოვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი გამოძიებისთვის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია