IBSU კომპიუტერული მეცნიერების და მენეჯმენტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას აცხადებს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) კომპიუტერული მეცნიერების და მენეჯმენტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობითვე, აღნიშნული პროგრამა, გერმანიის ქალაქ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან და 4 პარტნიორ უნივერსიტეტთან აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან თანამშრომლობის შედეგად გამოცხადდა.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) უკონკურენტო, სრულიად ახალ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას გთავაზობთ!

გერმანიის ქალაქ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან და 4 პარტნიორ უნივერსიტეტთან აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან თანამშრომლობის შედეგად, IBSU გთავაზობთ სრულიად ახალ, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, ორმაგი დიპლომის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას - "მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება "(Management with Computer Science).

პროგრამაზე ყველა ჩარიცხული სტუდენტი, პირველი სემესტრის განმავლობაში, ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში სწავლობს, ხოლო მეორე და მესამე სემესტრებს თვითონ ირჩევს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ერთ-ერთს აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან; მეოთხე სემესტრი მშობლიურ უნივერსიტეტში, სამაგისტრო ნაშრომის დასაცავად ბრუნდება. აქვე აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი შესაძლებელია ჰყავდეს ორი, ერთი მშობლიური უნივერსიტეტიდან და ასევე, რომელიმე პარტნიორი უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი;

პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი, პირველი სემესტრის საფასურისგან სრულიად თავისუფლდება, რადგანაც ამ პერიოდის განმავლობაში, ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ისწავლის, სადაც სწავლა უფასოა;

პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს შეუძლია, გერმანიაში სწავლის პერიოდში, საცხოვრებელი და სამოგზაურო ხარჯების დასაფარად, სტიპენდიაც მოიპოვოს, რომელიც სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე გაიცემა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სწავლის წარმატებით დამთავრების შედეგად, სტუდენტი IBSU-ს და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ გაცემულ საერთაშორისოდ აღიარებულ ორ დიპლომს მიიღებს, შესაბამისი კვალიფიკაციებით.

დამატებითი დეტალების გასაცნობად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა, რათა დაესწროთ პროგრამის შესახებ პირველ ოფიციალურ საინფორმაციო დღეს https://forms.gle/joS5yYzymuAPSBKh6“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს