გიგა ბოკერია - „ნაციონალური მოძრაობა“, როგორიც ის დღესაა, ყველაზე დიდი საჩუქარია ივანიშვილის პროპაგანდისთვის

„ნაციონალური მოძრაობა”, როგორიც დღესაა, ყველაზე დიდი საჩუქარია ივანიშვილის პროპაგანდისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე უფრო სასურველი ოპონენტი, იმის გამო, თუ რასაც დაემსგავსა ეს პოლიტიკური ძალა - „უპრინციპო, უღირებულებო, უგონო, დიდ პოლიტიკურ ზომბს“.

„ბარამიძისგან ახალი არაფერი გაგვიგია. თუმცა კიდევ ერთი დადასტურება, შემახსენებელი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვისაც სურს პუტინისტური რეჟიმის დამარცხება და შემდეგ რაც მთავარია რეალური ცვლილებები, რომ „ნაციონალურ მოძრაობა” როგორიც ის დღესაა, ყველაზე დიდი საჩუქარია ივანიშვილის პროპაგანდისთვის“,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს