ხულოს რაიონული ჰოსპიტალი გინეკოლოგიურ სერვისებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხულოს რაიონული ჰოსპიტალი გინეკოლოგიურ სერვისებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღემდე ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში ხორციელდება, როგორც ანტენატალური, ისე პერინატალური პროგრამები.

„ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხულოში გინეკოლოგიური სერვისების მიღება შესაძლებელი არ არის, რის პასუხადაც გვინდა განვმარტოთ, რომ დღემდე ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში ხორციელდება როგორც ანტენატალური, ისე პერინატალური პროგრამები. პარალელურად ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად სხვადასხვა სამედიცინო ხარისხის ინდიკატორების გაუმჯობესებაზე მუშაობას, რაც გულისხმობს დედათა და ბავშვთა მიმართულებით დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და შესაბამის მართვას. ასევე, დაპრიორიტეტებულია სამედიცინო პერსონალის მუდმივი გადამზადება და მათ კვალიფიკაციაზე უწყვეტი ზრუნვა, რომ მაღალმთიან აჭარაში ორსულებს ჰქონდეთ გაუმჯობესებულ გინეკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

ორი დღის წინ ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა 30 კვირის ორსული, რომელსაც აღენიშნებოდა ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში. ანამნეზში მას უკვე ჰქონდა ორი ფიზიოლოგიური მშობიარობა, კლინიკაში ექიმის გასინჯვის შემდეგ კი მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა ორსულობის ამ ვადაზე მოითხოვდა მულტიდისციპლინურ მართვას. რაც გულისხმობდა უფრო მაღალი დონის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში პაციენტის დროულ გადაყვანას. გვინდა განვმარტოთ, რომ არსებობს სამი დონის სამშობიარო. პირველი დონის სამშობიაროს მხოლოდ ფიზიოლოგიური მშობიარობის მიღების უფლება აქვს, რომელსაც მიეკუთვნება ხულოს რაიონული ჰოსპიტალი, ხოლო აღნიშნული შემთხვევის კლინიკური მართვისთვის აუცილებელია მესამე დონის სამშობიარო.

სწორედ ამიტომ, მსგავსი ვითარებისთვის კლინიკას აქვს ერთ-ერთი საუკეთესო მაღალი გამავლობის კატასტროფის მანქანა, რომელიც არის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის და ამ შემთხვევაში ჩვენი პირდაპირი ვალდებულება იყო პაციენტი დაუყონებლივ გადაგვეყვანა ბათუმის კლინიკაში, რაც ჩვენი მხრიდან უმოკლეს ვადაში განხორციელდა. მსგავსი რთული შემთხვევებისთვის, სახელმწიფოს ხელშეწყობით გვაქვს საშუალება ყოველთვის ვუზრუნველყოთ პაციენტების გადაუდებელი რეფერალი“, - ნათქვამია განცხადებაში.

(R)

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის