„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არის ომისა და ღალატის პარტია. მათ ჰქონდათ დავალება, რომ საქართველო გამხდარიყო მეორე ფრონტი, რასაც მადლობა ღმერთს, ვერ მიაღწიეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მოღალატეობრივ საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებს.
„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ამაში შედის პარტია „ნაცმოძრაობა“, აქ შედის „ლელო“, გახარიას პარტია, აქ შედის „გირჩი“, აქ შედის ვაშაძე და ა.შ. - „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არის ომისა და ღალატის პარტია, მათ ჰქონდათ დავალება, რომ საქართველო გამხდარიყო მეორე ფრონტი, რასაც მადლობა ღმერთს, ვერ მიაღწიეს და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გამოხატულება არის ის, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი მოღალატეები, ისინი არიან ღალატის პარტია. აქედან გამომდინარე და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ არ ველოდებით რაიმე არსებით ცვლილებას მათ პოლიტიკაში შემოდგომის შემდეგ. ეს გამორიცხულია. როდესაც შენ სამსახურებრივადაც კი მოღალატე ხარ და რა თქმა უნდა, არავითარი რესურსი არ გაქვს, რომ შეცვალო საკუთარი ქცევა, ეს უბრალოდ გამორიცხულია. შესაბამისად სამწუხაროდ, ამ ადამიანებისგან, ამ პოლიტიკური ძალებისგან ჩვენ არ ველოდებით ქცევის თვისებრივ ცვლილებას, სამწუხაროდ, ისინი გააგრძელებენ მოღალატეობრივ საქმიანობას, ისევ გადაიხდიან ფულს, რომ საკუთარი ქვეყანა დასაჯონ, მოითხოვონ სანქციების დაწესება საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი მოსახლეობისთვის - ეს ხომ ჩვეულებრივი ღალატია? შესაბამისად, სამწუხაროდ, ჩვენ არავითარი მოლოდინი არ გაქვს, რომ ისინი შეცვლიან საკუთარ ქმედებებს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დღის წესრიგით მოქმედება. ჩვენი დღის წესრიგია მშვიდობის შენარჩუნება და ქვეყნის განვითარება, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კობახიძემ.