ლევან ჟორჟოლიანი ქართულ-გერმანული საზაფხულო სკოლის სტუდენტებს შეხვდა

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი ქართულ-გერმანული საზაფხულო სკოლის სტუდენტებს შეხვდა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, ლევან ჟორჟოლიანმა სტუდენტებთან სამართლებრივ საკითხებსა და ადამიანის უფლებებზე ისაუბრა.

როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, საზაფხულო სკოლის მიზანი სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ევროპული ღირებულებების გაზიარება და მათთან ისეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე დისკუსია, როგორებიცაა: სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია და ადამიანის უფლებები.

„ლევან ჟორჟოლიანმა სტუმრებს თბილისის საკრებულოს ფუნქცია-მოვალეობებზე და თვითმმართველობის მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეკითხვები ადამიანის უფლებებს და სამართლებრივ საკითხებს, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მუშაობასა და თვითმმართველობის როლს ეხებოდა.აღსანიშნავია, რომ თბილისში, 24-29 ივლისს, გერმანიის აკადემიური სამსახურის დაფინანსებით და პარტნიორი უნივერსიტეტების ორგანიზებით მიმდინარეობს პროექტი, რომელშიც გერმანელი და ქართველი პროფესორები და სტუდენტები მონაწილეობენ.პროექტი „ევროპული კონსტიტუციური ღირებულებები, ეროვნული კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგი“ გერმანიის აკადემიური სამსახურის დაფინანსებით და პარტნიორი უნივერსიტეტების ორგანიზებით ტარდება.შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის