ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ამავდროულად, სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება არის გადაუდებელი ამოცანა

ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ამავდროულად, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება არის გადაუდებელი ამოცანა ქვეყნისათვის და „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - ამის შესახებ ახლად დანიშნულმა „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე საკითხი, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ იმუშავებს არის უკრაინასთან საგარეო პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება.

„მადლობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ამ შემოთავაზებისთვის, რომელიც ბუნებრივია, მივიღე იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას. მეც გავიმეორებ, რომ დღეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ ფოკუსირებულია სამ მნიშვნელოვან საკითხზე და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. რა თქმა უნდა, ეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც წინ ეღობება „ქართული ოცნება“, ეს რუსული საოკუპაციო რეჟიმი საქართველოში და განსაკუთრებით, ამ რეჟიმის მიერ წარმოებული პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტიკური დევნა უკვე 11 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა არის მთავარი წინაღობა დღეს იმ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს დაბრუნება ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. ამიტომ ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება არის გადაუდებელი ამოცანა ქვეყნისათვის და ამ პარტიისათვის. მესამე საკითხი ეს არის უკრაინასთან საგარეო პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება, უკრაინისადმი სოლიდარობა. ეს უნდა იყოს ქვეყნის ძალიან სწორი, გააზრებული პოლიტიკა ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ გამარჯვების შემდეგ უკრაინა იქნება ქვეყნის ლიდერი და გამწევი ძალა იმისათვის, რომ საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია მოხდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამიტომ ამ მიმართულებითაც იქნება ჩვენი ძალისხმევა მიმართული. დავამატებ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ფაქტორი ამ თვალსაზრისითაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის