„ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა

ნაციონალურ მოძრაობაში” გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნოს ზურაბ ჭიაბერაშვილი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, იმ პირობებში, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს პოლიტიკური დევნილი, პოლიტიკური პატიმარი და პარტიის ლიდერი, პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საგარეო მიმართულებით იყვნენ გაძლიერებული.

“გამარჯვების პლატფორმის” გაძლიერების პარალელურად ვაგრძელებთ “ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერებას განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ვხედავთ, რომ რუსული ექსპანსია მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილს საქართველოში შემოჰყავს ათი ათასობით რუსი, არათუ რუსი პუტინისტი, რომელიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არც კი, აღიარებს. შემდეგ ისინი ყიდულობენ უძრავ ქონებას, აკეთებენ ბიზნესებს და სამწუხაროდ, ანაცვლებენ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც თავქუდმოგლეჯილი გარბიან ამ ქვეყნიდან, იმიტომ, რომ აქ ვერ შრომობენ, ვერ მუშაობენ და ოჯახებს ვერ ინახავენ. ამიტომ,ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი გამოწვევები. ასევე, ცხადია, პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ვნახეთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურება, საფრანგეთის პრეზიდენტის გამოხმაურება. ასევე, 2 დღის წინ ჩვენ საფრანგეთის ელჩთან გვქონდა შეხვედრა, სადაც დეტალურად ვისაუბრეთ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების მნიშვნელობაზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.დიახ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის პირობებში დიახ, პრობლემაა კანდიდატის სტატუსი და დიახ,ჩვენი სახელმწიფოსთვის, ხალხისთვის,მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში არ იყოს. ამიტომ, “ნაციონალურ მოძრაობაში” გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნოს ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც დათანხმდა ჩვენ შეთავაზებას. შესაბამისად, ზურა ჭიაბერაშვილი ამ მიმართულებით გააგრძელებს აქტიურ მუშაობას”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
სილქნეტის ქსელში „90 დღიანი პაკეტები“ დაბრუნდა!