მამუკა გამყრელიძე - საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა არის ქართული დიპლომატიის გამარჯვება და ეს დიდ შესაძლებლობებს გვიხსნის, მაგრამ ჩინეთი არ უნდა გახდეს ევროკავშირთან ურთიერთობის საპირწონე

ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის განცხადება საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და პერსპექტივაში დიდ შესაძლებლობებს გვიხსნის, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების დონის დაწევის ხარჯზე. ქვეყნის საგარეო ვექტორი უნდა დარჩეს უცვლელი , - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს ევროატლანტიკური სივრცეში გაერთიანება და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ამ უმთავრესი მიზნის ხარჯზე.

„საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და ჩინეთის პრეზიდენტის და მმართველი პარტიის გენერალური მდივნის სი ძინპინის განცხადება, ჩინეთის და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, უაღრესად მნიშვნელოვანია და ქვეყანას დიდ შესაძლებლობებს უხსნის. საქართველომ აუცილებლად უნდა გაატაროს მრავალპოლუსიანი საგარეო პოლიტიკა. ამ ჭრილში ჩინეთში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრა და შემდგომ გაჟღერებული გადაწყვეტილება უაღრესად დიდი მნიშვნელობას იძენს. საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს მუშაობა ამ მიმართულებით, მსოფლიო პოლიტიკის სხვა ძლიერ მოთამაშეებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად.

შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქართული დიპლომატიის დიდი გამარჯვება, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ჩინეთში საქართველოს საელჩოს და ელჩს, არჩილ კალანდიას, რომელიც წლებია წარმატებით მუშაობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მეორეს მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ უნდა გახდეს, ევროკავშირთან ურთიერთობების დონის დაწევის საპირწონე. ქვეყნის საგარეო ვექტორი უნდა დარჩეს უცვლელი. ჩვენი უმთავრესი მიზანი უნდა იყოს დასავლეთთან ურთიერთობა, ევროკავშირის წევრობა და ევროატლანტიკური სივრცეში გაერთიანება. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ამ უმთავრესი მიზნის ხარჯზე,“ - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა