დავით ნარმანიას პერსონალური ჯილდო გადაეცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ მსოფლიო ბიზნეს - საინვესტიციო ფორუმში (WBAF) მიიღო მონაწილეობა, სადაც სიტყვით წარდგა და ისაუბრა საქართველოში საინვესტიციო გარემოს ხელშემწყობ მექანიზმებსა და რეგულირების საკითხებზე.

სემეკის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში, საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერისათვის მას პერსონალური ჯილდო გადაეცა.

„მომავალი თაობის განათლებაში შეტანილი წვლილისა და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერისათვის დავით ნარმანიას სხვადასხვა პერიოდში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. ის არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, 2008-2012 წლებში იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი.

დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. იგი არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48 ნაშრომის თანაავტორი, დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
„ქართული ბრენდის დღეზე“ სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ეკომეგობრული გათბობა - როგორ შევამციროთ ჩვენი ნახშირბადის კვალი?