ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას რაც აწუხებს, არის ის, რომ ნებისმიერი გზით საქართველო დაზიანდეს - სწორედ ეს არის ქაჯობა და არა მოქალაქის პროტესტი

მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო აქტორი ამბობს, რომ საქართველო პირნათელი ქვეყანაა, ოპოზიცია აგრძელებს ქაჯურად მტკიცებას, რომ საქართველოში შავი ხვრელებია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც სენატში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების თავის არიდების ადგილს არ წარმოადგენს და ამას საერთაშორისო აქტორებიც ადასტურებენ, თუმცა, ოპოზიციის დამოკიდებულება არ იცვლება.

"ოპოზიციის ნარატივი არ შეცვლილა იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მისია იყო ჩამოსული, რომელიც სიტუაციას ადგილზე გაეცნო. ამერიკის სენატში იყო მოსმენა და მკაფიოდ დადასტურდა, რომ საქართველო მოწოდების სიმაღლეზეა და ქვეყანა არც ერთი მიმართულებით საერთაშორისო სანქციების თავის არიდების ადგილს არ წარმოადგენს. ეს არის საქართველოსი, როგორც სანდო პარტნიორის უმაღლესი შეფასება, ამავდროულად, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები მაღალი კვალიფიკაციის არიან, ინსტიტუციურად გამართული და მათი თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან მაღალ დონეზეა. ოპოზიციას რაც აწუხებს, არის ის, რომ ნებისმიერი გზით საქართველო უნდა დაზიანდეს. ეს არის სწორედ ქაჯობა და არა - მოქალაქის პროტესტი და ამ ქაჯობას მრავალფეროვანი გამოვლენა აქვს," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის განაცხადებით, გამამხნევებელი სიახლეა, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ იმ საქონლის რუსეთში გადაზიდვა, რასაც ბრძოლის ველზე იყენებენ, თუმცა სურთ დარწმუნდნენ, რომ მათ აქვთ სრული კონტროლი საქართველოს საზღვრებში ტვირთის მოძრაობაზე, იქნება ეს საჰაერო თუ საგზაო საზღვარი. სენატში ო'ბრაიენს ჰკითხეს, არის თუ არა ფრენების განახლება ის საკითხი, რომლის გამოც აშშ შეშფოთებულია, რადგან ის გააჩენს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას, რაზედაც ჯიმ ო’ბრაიენმა უპასუხა, რომ სურთ დარწმუნებულები იყვნენ, რა ხდება იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც რუსეთში ბრუნდებიან.„არ ვიტყოდი, რომ შეშფოთებულები ვართ, მაგრამ აშკარად არის შესაძლებლობა და ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვიცით, რა ხდება იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც რუსეთში ბრუნდებიან“, - აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა