ირაკლი ქადაგიშვილი - რა გინდათ, რას მივაღწიოთ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით ჩაკეტილი ქვეყანა იყოს?! - ყოველთვის შეიძლება, რომელიმე გემზე მოვძებნოთ რუსი, რომელიც რაღაცას იტყვის, რა უნდა გავაკეთოთ, ობსტრუქცია მოვაწყოთ?

გემზე რომ რუსეთის მოქალაქეები არიან, ამის გამო ობსტრუქცია უნდა მოვაწყოთ? - რა გინდათ, რას მივაღწიოთ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით ჩაკეტილი ქვეყანა იყოს? - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციას, რომელიც საკრუიზო ლაინერით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას.

ქადაგიშვილი აცხადებს, რომ "მოქალაქეების იქ მიყვანაც ოპოზიციური პარტიების მოწოდება იყო," რომელსაც სიტუაციის ესკალაცია სურს.

"გემზე, რომელიც უცხო ქვეყნის გემია, უცხო ქვეყნიდან მოდის და უცხო ქვეყანაში მიდის და თურმე მასზე რუსეთის მოქალაქეები არიან, ამის გამო, ჩვენ ობსტრუქცია უნდა მოვაწყოთ?! რა გინდათ, რას მივაღწიოთ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით ჩაკეტილი ქვეყანა იყოს?! თუ სადმე რუსი არსებობს და ეს რუსი შეიძლება რომელიმე გემზე ან თვითმფრინავზე იყოს, ამიტომ ყველაფერს საბოტაჟი და ობსტრუქცია უნდა გამოვუცხადოთ?! ვხედავთ, რომ ტენდენციაა, რომ მაქსიმალურად მოხდეს სიტუაციის დაძაბვა. როცა პროვოკაციას აქეთ პროვოკაციით პასუხობ, ეს იწვევს სიტუაციის ესკალაციას. ზოგადად პრობლემა იმაშია, რომ ოპოზიცია ცდილობს სიტუაცია დაძაბოს, მოქალაქეების იქ მიყვანაც ოპოზიციური პარტიების მოწოდება იყო. ჩვენ თუ ნაკლებად შევეცდებით სიტუაციის ესკალაციის მოხდენას, უკეთესი იქნება, ყოველთვის იქნება შესაძლებელი, რომელიმე გემზე მოვძებნოთ რომელიმე რუსი, რომელიც რაღაცას იტყვის, ამიტომ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ობსტრუქცია მოვაწყოთ?! ", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება